პოლიტიკა
ფილმი შემოქმედზე, რომელმაც სამყარო შეცვალა
FaceBook
"მე დედიკოს შვილი ვიყავი.

წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა ვინმე მივლინებულის, ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული ჭირისუფლისა. თუმცა,  ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც, გასვენების დროს.".. 

რეზო გაბრიაძის ცნობილი მოთრხობიდან, "თეთრი ხიდი", ფრაგმენტით დაიწყო ლევან გაბრიაძის ანიმაციური ფილმის "ჰარი ჰარალე დედაოს" ჩვენება ქუთაისში.

"ჰარი ჰარალე დედაოს" პრემიერა თეთრ ხიდზე გაიმართა. სახელდახელოდ მოწყობილ ეკრანზე. ფილმი რეზო გაბრიაძის ტექტებზე დაყრდნობით შეიქმნა. რომელიც არ იყო მხოლოდ მწერლის ბიოგრაფია. ფილმი ქუთაისის და მისი მცხოვრებლების ისტორიასაც ყვებოდა.

"რეზო გაბრიაძის შემდეგ ქუთაისი სხვანაირი გახდა"- -აღნიშნეს ფილმის პრემიერაზე.

თუმცა,  არა მარტო ქუთაისი. რეზო გაბრიაძემ ქართული კინოს სახეც განსაზღვრა. მის ციტატებს ციტირებენ, ბევრი კინოხატი გაბრიაძისეულია, იქამდე ბევრი მუსიკალური კომპოზიცია ქართული ფილმებიდან რეზო გაბრიაძეს გაგონებს. მე -20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული კინოს თითქმის ყველა გზა გაბრიძესთან მიდის.

ეს გზა აჩვენეს ფილმშიც, რომელშიც რეზოს ნახატები იყო გამოყენებული. მაყურებელმა სიამოვნებით იმოგზაურა მწერლის ბავშვობაში და ამით საკუთარ ბავშვობასაც გამოეხმაურა.

"ჰარი, ჰაალე დედაო" იყო ფილმი პატივისცემის გამოხატვა, ფილმი სიყვარულის ახსნა და მადლობის თქმა შემოქმედზე, რომელმაც სამყარო შეცვალა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.