ახალი ამბები
''Rockაია'' პროტესტის ნიშნად მუშაობას წყვეტს
FaceBook
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით წყვეტს.
შესაბამისი განცხადება საორგანიზაციო ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

''დღეს, ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი - "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. მიგვაჩნია, რომ ახლა არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს ისტორიული არჩევნის და ევროპული ფასეულობების დაცვა. ამ ეტაპისთვის ღოცკაია წყვეტს მუშაობას და არსებული ძალებითა და რესურსებით მხარს დაუჭერს აქციების ორგანიზებას ქუთაისში, ღოცკაია მზად არის მუსიკალურად გაამრავალფეროვნოს აქციები.
შესაბამისად ღოცკაია აქტიურად უერთდება საქართველოში მიმდინარე აქციებს და აგრძელებს ბრძოლას საერთო ევროპული მიზნის მისაღწევად,'' - წერია განცხადებაში.

მოქალაქეები რუსული კანონს  ერთ თვეზე მეტია აპროტესეტბენ და მის უკან გაწვევას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად დღეს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გაიფიცნენ.

საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს, მეორე მოსმენით კი 1 მაისს მიიღო. ამ კანონს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის" სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო
აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე
განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
12:45 / 06.12.2024
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.
16:44 / 05.12.2024
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.