ტურიზმის ადმინისტრაცია - საქართველოში მოგზაურთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
11:39 / 05.02.2020
საქართველოს ტურიზმის
ადმინისტრაციის განცხადებით, 2020 წლის იანვარში საქართველოს
საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოს
633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ეწვია. რაც 86,471-ით
მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე. აღნიშნულის ფონზე, ზრდა წინა
წლის იანვართან შედარებით +19.8%-ია.
,,საერთაშორისო მოგზაურთა კუთხით საქართველოში რეკორდული
მაჩვენებელი დაფიქსირდა. ახალი მნიშვნელოვანი მონაცემები გვაქვს
უშუალოდ ტურისტული ვიზიტების ზრდის კუთხითაც, რომელმაც გასული წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს 18,9%-ით გადააჭარბა. იანვრის თვის
შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირ
უკუკავშირი იმ აქტივობებთან, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა
ადმინისტრაციამ გაატარა 2019 წელს მარკეტინგული აქტივობების თუ
სხვა კუთხით საერთაშორისო არეალზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ერთობლივი
ძალებით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც არის რეკორდული და ჩვენი ქვეყნის
ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი," - განაცხადა ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 2020 წლის იანვარის
დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ყველაზე მეტი
საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+34.9%), სომხეთიდან (+17.5%),
რუსეთიდან (+1.1%) და თურქეთიდან (+16.6%) შედგა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან.
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ:
იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7%
და სხვა. 2020 წლის იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი
ქვეყნებიდან: ისრაელი +57.3%, საუდის არაბეთი +49.8%, ყაზახეთი
+44.8%, ქუვეითი +44.6% და სხვა.
2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში
შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები