პოლიტიკა
პირველი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია დასჯადი ხდება
FaceBook
საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება.

საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის პირველი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს სამი უწყება განახორციელებს:

პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;

პარკების იმპორტისას –
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

პასუხისმგებლობა პარკის წარმოება-რეალიზაციის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება. კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

პოლიეთილენის და ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების აკრძალვის მთავარ მიზეზად პარკების ქიმიური შემადგენლობა სახელდებოდა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებას და რომლის სრულ დაშლას 100 წელიწადზე მეტი სჭირდება.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო, მაგალითად, ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ 4.

bpn.ge
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოზარდებს
შორის ფიზიკური დაპირისპირება, დაუდასტურებელი ინფორმაციით,
მსხვერპლით დასრულდა.
10:38 / 11.12.2019
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსხვერპლით დასრულდა.
27 დეკემბერს ქუთაისის ოპერის
თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. ქუთაისი ოპერის თეატრი
დაარსებიდან  50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
15:03 / 10.12.2019

27 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. ქუთაისი ოპერის თეატრი დაარსებიდან  50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
27 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. ქუთაისი ოპერის თეატრი დაარსებიდან  50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია  დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაასახელეს.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.
სამტრედიის სოფელ საჯავახოში დაკარგულ მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ აქციაზე დღეს მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირებთან კავშირს უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ პირებს არ იცნობენ.