ახალი ამბები
ჭიათურაში აქციები გრძელდება - შუქრუთში მაღაროები 7 დღეა პარალიზებულია
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობას ერთი კვირაა, რაც „ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაში არსებული, შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი პარალიზებული აქვს.

მოსახლეობამ აქციები მიმდინარე წლის 7 ნოემბერს განაახლა. ისინი ჩივიან, რომ მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს აზიანებს და კომპანიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ადგილობრივების განმარტებით, მათსა და კომპანიას შორის, სექტემბერში შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ზარალის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო. მოსახლეობა კომპანიას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

"ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან შეთანხმებით, კომპანიამ საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც სოფელ „შუქრუთში“ არსებული ყველა დაზიანებული სახლი მოინახულა. კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღწერილი დაზიანებები არ უკავშირდება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სამუშაო პროცესს და ეს გამოწვეულია საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული სამუშაოებით.

"ასევე დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ კომპენსირებული იყო. იმის გამოსარიცხად, რომ დღეს მიმდინარე სამუშაოები ახდენს თუ არა კონკრეტულ ლოკაციებზე ახალ დაზიანდებებს, მოსახლეობასთან შეთანხმებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში კომიისიის გადაწყვეტილების თანახმად მოწვეულ იქნა დამოუკიდებელი, გამოცდილი საექსპერტო ჯგუფი „საინჟინრო კვლევების ცენტრი”, რომელთაც კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე კვლევითი სამუშაოები 2019 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო. პირველადი მონაცემებით შესწავლილი და გამოკვეთილი დაზიანებები არ უკავშირდება „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებულ სამუშაოებს", - აცხადებენ კომპანიაში.  


პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობა და კომპანია უნდა დასხდნენ და შეთანხმდნენ, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა. პროფკავშირების გართიანების თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, პარალიზებული მაღაროებით ისევ მუშები დაზარალდებიან და ხელფასების გაცემის საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან მოპოვებულ მარგანეცზეა დამოკიდებული მუშების ანაზღაურება.



ამავე თემაზე:


ჭიათურაში შუქრუთის მაღაროები პარალიზებულია

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.