ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობას „ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაში არსებული, შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი პარალიზებული აქვს.
მოსახლეობამ აქციები მიმდინარე
წლის 7 ნოემბერს განაახლა. ისინი ჩივიან, რომ მოპოვებითი სამუშაოები
მათ სახლებს აზიანებს და კომპანიისგან მიყენებული ზარალის
ანაზღაურებას ითხოვენ.
„კომპანია ამბობს, რომ
ექსპერტიზა ჩატარდება და ამის შემდეგ გადაწყდება კომპენსაციის
საკითხი. მოსახლეობა ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ საკითხზე
მუშაობაც არ დაუწყია. მუნიციპალიტეტის მთავრობა და კომპანია უნდა
დასხდნენ და შეთანხმდნენ, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა“, - ამბობს
პროფკავშირების გართიანების თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე. budujzstylem.pl
მისივე თქმით პარალიზებული
მაღაროებით ისევ მუშები დაზარალდებიან და ხელფასების გაცემის
საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან მოპოვებულ
მარგანეცზეა დამოკიდებული მუშების ანაზღაურება.
ქუთაისიპოსტმა შეკითხვებით მიმართა "ჯორჯიან მანგანეზს". კომპანიის
პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები