ახალი ამბები
"ქვეყანაში შეფერხებულია შშმ პირის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი"
FaceBook
3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში სრული და ეფექტური მონაწილეობა გამოწვევას წარმოადგენს მრავალი პრობლემური საკითხის გამო, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. მათ შორის, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცაია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, სოციალური დაცვის უფლებების სათანადოდ რეალიზება. ქვეყანაში შეფერხებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებიდან სამი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი კონვენციის აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი. ასევე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. საკანონმდებლო დონეზე არ განხორციელებულა კონვენციის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით აუცილებელი ცვლილებები. პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის პროეცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ მონაწილეობას და მათი უფლებების დაცვას",  - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ავტოქარხნის
დასახლებაში  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი
მაღაზიაში  შეიჭრა და დააყაჩაღა.
11:12 / 24.09.2020
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მაღაზიაში  შეიჭრა და დააყაჩაღა.
ქუთაისში, კონსტრუქცია, რომელზეც მაჟორიტარობის
კანდიდატის, ზაზა ლომინაძის ბანერია განთავსებული, მმართველი პარტიის
ფერში შეღებეს.
13:05 / 23.09.2020
ქუთაისში, კონსტრუქცია, რომელზეც მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა ლომინაძის ბანერია განთავსებული, მმართველი პარტიის ფერში შეღებეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.