პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი - 2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება
FaceBook

2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ,


- ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, 2020 წლის პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებენ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების თანამშრომლების ხელფასების ზრდაც. ასევ, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 65 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

„ჩვენ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. იგეგმება ყველაზე მასშტაბური დაკანონების პროექტის განხორციელება, რომელიც 2500-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითვალისწინებს",  - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება მოქალაქეებზე და ისეთი მიმართულებების გაძლიერებაზე, როგორიც არის ხარისხიანი და მაღალ სტანდარტზე ორიენტირებული საყოველთაო ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა.


წყარო: interpressnews.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.