ახალი ამბები
ქუთაისში რეგისტრატორმა აღიარა, რომ არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ
FaceBook
ქუთაისელი იზა ჩირგაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურზე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები პროცესის გაყალბებას აიძულებდნენ.

ამის შესახებ #90-ე უბნის რეგისტრატორმა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბში ისაუბრა. მისი თქმით, მას დაავალეს, რომ  კონკრეტული პირები უბანზე გაყალბებული პირადობით შეეშვა და რეგისტრაციაში გაეტარებინა, რაზეც უარი განაცხადა. არჩევნების მეორე დღეს კი, როცა მან ამ ინფორმაციის ოპოზიციისთვის გადაცემა გადაწყვიტა, მისი მისამართით ზეწოლა და დაშინება დაიწყო. 

,,ათამდე ადამიანი უნდა გამეტარებინა სხვადასხვა პირადობით, მაგრამ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა არ მიმიღია. იმ დროს, როცა ეს ინფორმაცია უნდა გადამეცა ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, დამედევნენ და ჩემი წაყვანა სცადეს.   მე კი თავი სავაჭრო ქსელს შევაფარე და გზა ავუბნიე''
,- ამბობს იზა ჩირგაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მომხდარზე პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიებას მოითხოვს.

,,ადამიანმა, რომელმაც სისტემა ამხილა, ახლა საფრთხეშია.  ვიდრე ჩვენთან მოვიდოდა, მანქანით დაედევნენ და მის წაყვანას ცდილობდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ გამოვტაცეთ ხელიდან''-, ამბობს ხატია დეკანოიძე.

მისი შეფასებით არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ,,ქართულმა ოცნებამ'' მხოლოდ ამ გზით შეძლო გამარჯვება.


30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების 48.35% მიიღო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა
ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი
უწყებისგან არ მიუღიათ.
12:34 / 09.05.2024
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი უწყებისგან არ მიუღიათ.
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ამ ლოზუნგით, ქუთაისში კიდევ ერთი
საპროტესტო აქცია გაიმართება. 
11:06 / 09.05.2024
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ამ ლოზუნგით, ქუთაისში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.