ახალი ამბები
რიონის ხეობაში რკინის ჯებირები ისევ აღმართეს
FaceBook
გუმათში, იქ, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარვებია გაშლილი, პოლიციამ მობილიზება დაიწყო.

ხეობაში დღეს რიონის ხეობის მცველებს ელოდებიან, რომლებიც დედაქალაქიდან ოთხ საათზე დაგეგმილი აქციის შემდეგ გამოემართებიან.

სამართალდამცველებმა გუმათჰესთან დილიდან აღმართეს რკინის ბარიკადების ის ნაწილი, რომელიც 17 აპრილს მოხსნეს. ახლა ხეობაში გასასვლელი გზა  ჯებირებითა შემოსაზღვრული, თუმცა, პოლიცია ადგილობრივების გადაადგილებას ხელს არ უშლის.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქტივისტებმა სამი აქცია უკვე ჩაატარეს, მსვლელობით გადაკეტეს თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედანი, ასევე, რუსთაველის გამზირი. დაანონსებული შენობების პიკეტირება არ შედგა. 24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, თუმცა, შეხვედრა ჩაიშალა.

ამის შემდეგ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა და აქციების ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი 26 მაისს  დაბრუნდებიან ხეობაში და მშვიდობიანად აღასრულებენ კანონს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 212 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე, საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
11:18 / 11.05.2024
12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ქუთაისში, ყოფილი კინოთეატრის
12:19 / 10.05.2024
ქუთაისში, ყოფილი კინოთეატრის "სულიკოს" შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.