ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში, რელიგიური განყოფილების ოთახში, ჭერის ნაწილი  ჩამოვარდა, ჩამოშლილი მასა კი  ერთ-ერთი თანამშრომლის სამუშაო მაგიდას დაეცა. 
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ მომენტისთვის ოთახში არავინ იმყოფებოდა. 

"ოთახში შევდიოდი. კარი გავაღე და ამ დროს ყველაფერი შეზანზარდა, ჭერი წამებში ჩამოინგრა. ბეწვზე ვარ გადარჩენილი. იქ რომ ვყოფილიყავი, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი", - ამბობს აღნიშნული განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი.

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, წლებია ამორტიზებულია.

იმის გასარკვევად,  თუ რა ბედი ელის თითქმის ორსაუკუნოვან შენობას, რომელიც ახლა ავარიულ მდგომარეობაშია, ბიბლიოთეკის დირექტორს, გია ქობალიანს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ შენობაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და მხოლოდ მცირე ნაწილი ჩამოიშალა. 



ბიბლიოთეკის შენობისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ქუთაისის მერია 2015 წლის გაზაფხულიდან გეგმავდა, რისთვისაც მსოფლიო ბანკისგან სესხის სახით 1 821 790 ლარის მიღება დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ შენობის რეკონსტრუქციის საკითხი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე შეჩერდა. სამხარაულის ბიუროს 2016 წლის 9 მარტით დათარიღებულ დასკვნაში წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია და ის რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.  განიხილებოდა ბიბლიოთეკის სხვა შენობაში გადატანის საკითხიც.  

ბოლოს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ხელისუფლებას 2022 წლის 2 აპრილს გაახსენდა.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე  აცხადებდა, რომ  შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა.

ქალაქის ცენტრში საჯარო ბიბლიოთეკის შენობა თითქმის ორი საუკუნეა დგას. მისი აშენების თარიღად მე–19 საუკუნის 30–იან წლები სახელდება. შენობას გასული საუკუნის 70–იან წლებში საცავის კორპუსი მიაშენეს. ახლა მისი საერთო ფართი 2000 კვ. მ.–ს შეადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად
ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
13:11 / 20.05.2024
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
მე-12 კლასელები დღეს სკოლის დამთავრებას ზეიმობენ.
12:43 / 20.05.2024
მე-12 კლასელები დღეს სკოლის დამთავრებას ზეიმობენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.