ახალი ამბები
შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარიც ჩაერთვება
FaceBook
რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება.
შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.

როგორც პრემიერმა განცახდა, თავდაცვის ძალები ადგილზე სპეცსაშუალებებით იმუშავებენ.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და ჩვენს მაშველებს მიეხმარებიან, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს.

მე თავად დავათვალიერე, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები - ძალიან მძიმე ვითარებაა, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარულია, სამწუხაროდ, პრაქტიკულად, კოტეჯების ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა“, - განაცხადა ღარიბაშილმა.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს.


ამავე თემაზე:





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.
11:58 / 21.05.2024
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად
ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
13:11 / 20.05.2024
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.