ახალი ამბები
"დავრჩით უმუშევრები" - ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშების პროტესტი
FaceBook
ქუთაისში, "ამბიკონ სტილსში“ დასაქმებულმა მუშებმა მეტალურგიული ქარხნის ამუშავების ნებართვას ითხოვენ. 

ათობით მუშა,  ქარხანასთან შეიკრიბა და აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ, ამიტომ საქართველოს მთავრობას ქარხნისთვის წარმოების უფლების მიცემას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთხოვენ.

„ქარხანა რაღაც მიზეზების გამო გაჩერებულია, რამაც ჩვენ შეგვიქმნა პრობლემები. დავრჩით უმუშევრები, ბანკებზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ, ვთხოვთ ხელისუფლებას, მოგვაქციოს ყურადღება. გვინდა, სტაბილური გახდეს ამ ქარხნის მუშაობა, დავრჩეთ სამუშაო ადგილებზე და გვქონდეს საარსებო წყარო“,
- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

„ამბიკონ სტილს"  მეტალურგიული წარმოების უფლება შრომის ინსპექციამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისის თვეში შეუჩერა.

ქარხანა ანალოგიურ მდგომარეობაში გასული წლის ივლისშიც აღმოჩნდა. მაშინ, შესაბამისს დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ კომპანია საქმიანობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით (რაც საფრთხეს უქმნის გარემოს) ახორციელებდა და აღნიშნული გადაწყვეტილებაც ამ მოტივით მიიღეს.

როგორც „ამბიკონ სტილსის" პრესსამსახურში აცხადებენ, საწარმომ, გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ, მუშაობის უფლება კვლავ მოიპოვა.

"შრომის პირობების დარღვევის მიმართულებით ჩვენ ვიმუშავეთ და წინ მივიწევთ. შეიცვალა სავენტილაციო სისტემაც, ჩატარდა ტექნიკური სამუშაოები და უკეთესი მდგომარეობაა ამ კუთხით. ამიტომ, ნაწილობრივ მოხდა ქარხნის მუშაობის აღდგენა. თუმცა, ახლა მივიღეთ გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება (მანამდე კი შრომის ინსპექციის) და კომპანიას წარმოება შეუჩერდა. ვმუშაობთ ამ საკითხზე და ვნახოთ რა იქნება",- აცხადებენ ქარხნის პრესსცენტრში.

"ამბიკონ სტილსი" მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მუშაობას წლების განმავლობაში დარღვევებით აგრძელებდა, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი კი მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლებოდა.

კომპანიას  მუშაობის უფლება მხოლოდ მას შემდეგ შეუჩერდა, რაც გასული წლის ივლისში ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესი 2019 წელს განახლდა, როცა საწარმო მართვაში ინდურმა კომპანია შპს "ამბიკონ სტილსმა" აიღო. ქარხანაში პრობლემები იყო სამუშაო პირობებთან დაკავშირებითაც, რაზეც ხშირად საუბრობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვდნენ საწარმოს თანამშრომლებიც, რომლებმაც 2020 წელს აქციაც მოაწყვეს და პროტესტის ნიშნად 6 დღე იშიმშილეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით
წყვეტს.
16:25 / 13.05.2024
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით წყვეტს.
სტუდენტების გაფიცვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც შეურთდენენ.
10:02 / 13.05.2024
სტუდენტების გაფიცვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც შეურთდენენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.