ახალი ამბები
2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი
FaceBook
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 873,3 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 79.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორთა ჯამური რაოდენობის 25,3%-ია.

შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილს 216,4 ათასი ვიზიტორით თურქეთი იკავებს, რაც საერთო რაოდენობის 17,6%-ს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილს სომხეთი - 182,5 ათასი ვიზიტორით, რაც საერთო რაოდენობის 15%-ს შეადგენს.




საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობა, 50.2%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 46,3% საქართველოს ძირითადად დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით სტუმრობდა. ამასთან, ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და აჭარის ა/რ-ში განხორციელდა.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული რეგიონების მიხედვით ასეთია:






სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.0 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8.6 პროცენტით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ვიზიტების 79.4% განმეორებითი ხასიათის ვიზიტს წარმოადგენდა.

2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40.8%-ით მეტია.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #საქსტატი
მსგავსი სიახლეები
სტუდენტების გაფიცვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც შეურთდენენ.
10:02 / 13.05.2024
სტუდენტების გაფიცვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც შეურთდენენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 18 მაისამდე დასავლეთ
საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
10:00 / 13.05.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 18 მაისამდე დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.