ახალი ამბები
"ჟანგბადი გვინდა" - პროტესტი ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანასთან
FaceBook
"ჟანგბადი გვინდა", "ეკოლოგია უალტერნატივოა" - ამ სლოგანით ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანასთან საპროტესტო აქცია გამართა.
საწარმოსთან შეკრებილების განცხადებით, ისინი ქარხნის გაჩერებას (ამ პერიოდში კი, დასაქმებულებისთვის კომპენსციის მიცემას) და საწარმოს მოწესრიგებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.



"ნახშირორჟანგს ვერ ვისუნთქებთ, გვინდა ჯანგბადი. წლებია ამ მომწამვლელ ჰაერს ვსუნთქვთ. არ გავჩერდებით ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. მთელი ღამის განმავლობაში შავი კვამლი გამოდის, არანაირი ნორმებს არ იცავენ",
- ამბობს ადგილობრივი ქეთი ჩიკვაიძე. 

ის ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში წერილი შეტანილი აქვთ, სადაც მათ მოთხოვნებზე და უწყების მხრიდან რეაგირებაზე არის საუბარი, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ. 

საწარმოში უსაფრთხოების გარდა, ასევე პრობლემებია შრომის უფლებების მხრივაც. სწორედ ამაზე ისაუბრა ადგილზე მყოფმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანლემა  თამაზ დოლაბერიძემ. მისი თქმით,  ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უსაფრთხოების  და დასაქმებულთა  პრობლემები დიდა ხანია დგას.

"ამიტომაც ყველა წინაპირობა არის იმისათვის, რომ საწარმომ რეალურად მუშაობა  შეაჩეროს და მოაწესრიგოს ის საკითხები, რომლებზეც არის საუბარი". 

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესი 2019 წელს განახლდა, როცა საწარმო მართვაში ინდურმა კომპანია შპს "ამბიკონ სტილსმა" აიღო. ქარხანაში პრობლემებია სამუშაო პირობებთან დაკავშირებითაც, რაზეც ხშირად საუბრობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვდნენ საწარმოს თანამშრომლებიც, რომლებმაც 2020 წელს აქციაც მოაწყვეს და პროტესტის ნიშნად 6 დღე იშიმშილეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.