ახალი ამბები
ქუთაისში დაბადებული 15 დღის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა კრიტიკულია
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპი ჩვილების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ახალშობილების მდგომარეობა უმძიმესია.

"ახალშობილების მდგომარეობა უმძიმესია. გრძელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. ჩვენი ძალისხმევა ახლა მიმართულია მათი სიცოცხლის გადასარჩენად"
, - ამბობს კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინა ბარათაშვილი.

ტყუპი ახალშობილები ქუთაისის კლინიკაში 19 აგვისტოს საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ. 28 კვირის ინფიცირებული ორსულისთვის, საკეისრო კვეთის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ოჯახის წევრებმა თბილისში გადაიყვანეს, თუმცა, იგი 2 სექტემბერს გარდაიცვალა. 47 წლის ქალი შვილს 10 წელი ელოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.