ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეგულაციები დაწესდა
FaceBook
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქუთაისში სამოქალაქო ტრანსპორტში ახალი რეგულაციები დაწესდა.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პეტრე ადამაძე განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას.

"რეგულაციების შესრულებას საპატრულო პოლიციისა და მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებდნენ", - განმარტავს ქუთაისიპოსტთან საუბარში პეტრე ადამაძე.

ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თქმით, შესაძლოა, შეიცვალოს საქალაქო ტრანსპორტის გრაფიკიც. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი 782 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა.

ქვეყანაში რეგიონი ვირუსის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის
რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:14 / 29.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.