ახალი ამბები
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს 23 წლის გოგოს ოჯახი გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.

პაციენტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სალომე გვასალიას,  რომელიც სენაკში ხიდან ჩამოვარდა, ოპერაცია არასწორად ჩაუტარდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და ახლა იგი კომატოზურ მდგომარეობაშია.

"მოტეხილობა ჰქონდა და ქუთაისში გადმოვიყვანეთ, გოგო კონტაქტური იყო, ექიმებმა გვითხრეს ოპერაცია არ არის საჩქაროო და ყველა სათანადო გამოკვლევას ჩავუტარებთო.  6 ოქტომბერს ჩატარდა ხერხემლის ოპერაცია, რის შემდეგაც გული გაუჩერდა და ახლა კომაშია", -ამბობენ ოჯახის წევრები.

23 წლის სალომე გვასალიას ტვინზე შეშუპება აქვს და მეორე ოპერაცია სჭირდება, თუმცა, ოჯახი შიშობს, რომ პაციენტი ოპერაციას ვეღარ გადაიტანს. ისინი მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

კლინიკის ექიმი მამუკა ნემსიწვერიძე ვერ ხსნის რამ გამოიწვია გულის გაჩერება და ამბობს, რომ დამდგარი შედეგის მიზეზს ექსპერტიზა გამოიკვლევს.

"პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, სიმძიმე შეფასდა საშაულოდ. აღენიშნებოდა ხერხემლის დახურული ტრავმა.  პაციენტი იყო კონტაქტური, ადეკვატური. ოპერაციის დამთავრებისთანავე აღინიშნა გულის გაჩერება. ჩატარდა შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები. გულის მუშაობა აღდგა, მას შემდეგ მდგომარეობა რჩება მძიმე. რამ გამოიწვია გულის გაჩერება, ექსპერტიზა დააგენს და საჭიროების შემთხვევაში ყველა აიღებს პასუხისმგებლობას", - განაცხადა მამუკა ნემსიწვერიძემ.

მისი ინფორმაციით, პაციენტს მეორე ოპერაცია უკვე უტარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ყოფილი კინოთეატრის,  
14:18 / 30.04.2024
ყოფილი კინოთეატრის,  "სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. 
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე
დღეებად გამოცხადდა.
13:41 / 30.04.2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.