ახალი ამბები
ქუთაისის მერია, სავარაუდოდ, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში გადადის
FaceBook

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისის მერია, შესაძლოა, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში გადავიდეს.


საკითხი რომ განხილვის თემაა, ამას ადასტურებენ საპარტნიორო ფონდში, რომელსაც შენობა მთავრობამ გადასცა.

„ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა ფუნქცია უნდა მოეძებნოს შენობას. მათ შორის, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება იქ ქუთაისის მერიის გადასვლა, თუმცა, ჯერჯერობით,  გადაწყვეტილება მიღებული არ არის“,- განუცხადა ქუთაისიპოსტს საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო ქვარიანმა.

ინფორმაციას არ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში და აცხადებენ, რომ ამის შესახებ მათთვის ცნობილი არ არის.


მინისტრთა კაბინეტის მუშაობისთვის ქუთაისში აშენებული შუშის შენობა, რომელსაც არც ერთი დღე არ უფუნქციონირია, ბიუჯეტს 80 მილიონი ლარი დაუჯდა.  2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავრობის სახლი  არაკომფორტულად გამოცხადდა და დაიკეტა. რაც შეეხება ქალაქის ცენტრში მდებარე შენობას, სადაც ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის მხარის ადმინისტრაციებია განთავსებული, ერთ-ერთი ვერსიით, მისით მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, რომელიც შენობაში სასტუმროს მოწყობას გეგმავს.


ქუთაისის მერიის ადგილმდებარეობის შეცვლისა და შენობის გაყიდვის შესახებ,  ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა. ერთ-ერთ ვერსიად პარლამენტის ყოფილი შენობა განიხილებოდა, თუმცა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს, რაც არ დაადასტურეს ეკონომიკის სამინისტროში.  არსებობდა ვარაუდიც, რომ მერიის თანამშრომლებს აუდიტის სამსახურის შენობაში გადაიყვანდნენ.



ამავე თემაზე:



ქუთაისის მერია ადმინისტრაციული შენობის შესაძლო გასხვისებაზე

ხუთი უწყება, რომელიც ქუთაისს წაართვეს (ვიდეო)

"მერიის შენობა ამ წუთში არ იყიდება“ - ქუთაისის მერი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.