ახალი ამბები
ქუთაისის მერია ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისთვის 400 000 ლარზე მეტს ხარჯავს
FaceBook

ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ხარჯები გაზარდა.


2020 წელს,  ადგილობრივი თვითმმართველობა, ამ მიზნით,  400 000 ლარზე მეტს დახარჯავს, რაც თითქმის  100 000 ლარით აღემატება 2019 წლის ხარჯებს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ავტომანქანების ტექდათვალიერებისა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისთვის მერიამ 340 000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, 2020 წლის განმავლობაში  კი იგივე მომსახურების შესაძენად 429 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თანხის მატება მერიის ავტოპარკის  ზრდამ გამოიწვია. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ექვსი ავტომანქანა იყიდა. მათგან ორი 2012 წლის "TOYOTA RAV4"-ია, ოთხი ავტომანქანა კი მერიის ინფორმაციით,  ზედამხედველობის სამსახურისთვის შეიძინეს, რომლებსაც გარევაჭრობის, არასწორი პარკირებისა და უნებართვო მშენებლობების მონიტორინგის მიზნით პატრულირებისთვის  გამოიყენებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის
სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
14:44 / 07.05.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
12:36 / 07.05.2024
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.