ახალი ამბები
"თიბისი" ბანკის წინ მოჭრილი ხეების ადგილს ავტოსადგომად იყენებენ
FaceBook
ქუთაისში, ,,თიბისი'' ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  ერთი თვის  წინ ორი ნაძვის ხე  მოჭრეს, მერიის დაპირების მიუხედავად,  ახალი ხეები დღემდე არ  დაურგავთ.
ახლა  ეს ადგილი  თითქმის ზედაპირთანაა გასწორებული და იქ როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე, მომხმარებლები აპარკინგებენ ავტომანქანებს.




გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ფილიალის წინ ორი ნაძვი  ქუთაისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა  "თიბისი" ბანკის მიმართვის შემდეგ მოჭრა.

მაშინ ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ბანკმა მერიას ხეების დაზიანების შესახებ აცნობა და უსაფრთხოების მიზნით მათი მოჭრა მოითხოვა, თუმცა,  ადგილობრივები ეჭვობდნენ, რომ ხეები განზრახ გაახმეს, რათა ბანკის წინ საპარკინგე ადგილი გაფართოებულიყო.

ქუთაისიპოსტის მიმართვის შემდეგ, მერიაში განმარტეს, რომ ნერგების შერჩევა მიმდინარეობს და ბანკის წინ იგივე სახეობის ხეები დაირგვება. 


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ ნაძვის ხეები "თიბისი" ბანკის მიმართვის შემდეგ მოჭრა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.