ახალი ამბები
"ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას "- ქუთაისის მერიის იურისტი კაფე "სავანეზე "
FaceBook
"ისინი ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას "

ეს განცხადება ქუთაისის მერიის იურისტმა "სავანეს" მეპატრონეების მიერ დაგეგმილ აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა.

ირაკლი გიორგაძის თქმით, კაფის მფლობელების აქტივობა , რომლებთანაც ქუთაისის მერია სასამართლო დავაშია , ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას ემსახურება.

მერიის იურისტი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც კაფე დგას და რაზეც  "სავანეს" მფლობელები პრეტენზიას აცხადებენ, მუნიციპალური საკუთრებაა.

კაფე "სავანეს" მფლობელებმა, რომლებიც მერიას ქონების წართმევაში ადანაშაულებენ, ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია 6 საათზე დაანონსეს. ისინი აქციაზე ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადადგომას მოითხოვენ.

ქუთაისის მერიასა და კაფე "სავანეს" მეპატრონეებს შორის სასამართლო დავაზე,  ქუთაისის სააპელაციო  სასამართლომ გადაწყვეტილება 16 ივლისს უნდა გამოაცხადოს.


საქმე ეხება,  ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს „ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.


მერიის პოზიციას არ ეთანხმება "სავანე". კაფის მეპატრონეები ამბობენ, რომ მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების წართმევას. 

ქუთაისის მერიისა და "სავანეს" დავაზე უფრო მეტი ნახეთ აქ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.