ახალი ამბები
ქუთაის-გაენათის ეპარქიაში დროებითი მმართველი დაინიშნა
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი დაინიშნა. მიტროპოლიტი ეპარქიას მანამდე უხელმძღვანელებს, ვიდრე წმინდა სინოდი ახალ მმართველს დაასახელებს. ინფორმაციას ადასტურებენ ეპარქიაშიც. 

მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი 2014 წელს გამოცემულ საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალში "სამი საუნჯე" პრორუსულ და ანტიდასავლურ წერილებს აქვეყნებს, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გაანალიზა, რაში იყო საქმე".

ქუთაის-გაენათის ეპარქიაში დანიშნული დროებითი მმართველის პრორუსული ხედვები
.



ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი  მეუფე კალისტრატე 20 ივნისს,  მძიმე ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში  გარდაიცვალა.


კალისტრატეს 23  ივნისს, მისივე ანდერძის თანახმად,  ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.