ახალი ამბები
ქუთაისის მერია: ხიდი დაზიანებულია განზრახ
FaceBook
თეთრ ხიდზე მინა, წინასწარი შეტყობით, განზრახ არის დაზიანებული. ამის შესახებ  მერიის ზედხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე  განმარტავს. მისი თქმით, უკვე გაეცნენ ადგილზე არსებულ მდგომაროებას და ჩანს, მინა მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისი თქმით, მასალები პოლიციას გადაეგზავნა.

"თეთრ ხიდზე დაზიანდა პანორამული მინა, რომელიც ყველა ვარაუდით დაზიანებულია განზრახ, რადგან არსებობს კვალი, სავარაუდოდ მძიმე მეტალის საგანია ჩარტყმული. მინა არის ბრონირებული და საკმაოდ გამძლე და სავარაუდოდ გვიან ღამით ან გამთენიისას მოხდა დაზიანება. ღამის საათებში ტურისტები და ახალგაზრდები მოძრაობენ და სეირნობენ. მინა გადაღებული და დასურათებულია ჩვენი სამსახურის მხრიდან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილია ყველა დოკუმენტური მასალა და გადაიგზავნა პოლიციის შესაბამის განყოფილებაში, დაიწყო მოკვლევა და გამოძიების შემდეგ გაირკვევა დეტალები. ამ შემთხვევაში პირდაპირ ჩანს მეტალის ჩარტყმის ადგილი, რომელიც ჩაღრმავებულია და შემდეგ არის ბზარები გაჩენილი. ეს არის ბნონირებული მინა რომელიც საკმაოდ დიდ დარტყმას და დატვირთვას უძლებს", -  განმარტავს  ხუციბერიძე. 

ის არ იზიარებს, მოსაზრებას, რომ ხიდზე მინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანდა. მისი თქმით, ხიდზე მოქალქეები აქტიურად მოძრაობენ და საფრხეს არ წარმოდგენს.

მისივე განმარტებით, ხიდზე სამუშაოები დღესვე დაიწყება და რამდენიმე დღეში მინა შეიცვლება.

თეთრი ხიდი 2018 წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, გახნსიდან ორ დღეში ხიდზე რკინის ფილა ქარმა დააზიანა.

ქუთაისის მერიამ "ალმა რუსს", რომელმაც ხიდის რეაბილიტაცია განახორციელა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა.



ამავე თემაზე:


თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა

"ხიდი ბავშვებმა დააზიანეს" – მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოძიების შედეგებზე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.