ახალი ამბები
როგორი იქნება განათებული ხიდები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
თეთრი, წითელი და რუსთაველის ხიდების განათებისთვის ქუთაისის მერიამ 223 300 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ენერგო დამზოგი ნათურები, ასევე თეთრ ქვებზეც დამონტაჟდება. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ენერგო დამზოგი ნათურები ექსპლუატაციის ხარჯებს მინიმუმამდე შეამცირებს.

ელქტრონულ შესყიდვაში მონაწილეობა სამმა კომპანიამ "დიკე 2010"-მა , "გლობალ სერვისმა" და შპს "ემჯი ჯგუფმა" მიიღო. ეს უკანასკნელი ტექნიკური დოკუმენტაციის არქონის გამო გამოეთიშა ტენდერს.

"გლობალ სერვისმა" კი "დიკე 2010"-ზე 1 ლარით ნაკლები ღირებულების პროექტი წარმოადგინა. შესაბამისად, ქუთაისის მერია ხელშეკრულებას მასთან აფორმებს.

კომპანია სამუშაოების სანაცვლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 218 599 ლარს მიიღებს.




პროექტის მიხედვით ხიდები სხავდასხვა ფერად განათდება. გამოყენებული იქნება ცივი და თბილი განათებები.



ხიდების განთების მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტების მიზიდვაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით
წყვეტს.
16:25 / 13.05.2024
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით წყვეტს.
სტუდენტების გაფიცვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც შეურთდენენ.
10:02 / 13.05.2024
სტუდენტების გაფიცვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც შეურთდენენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.