ახალი ამბები
ავტომანქანის ტროტუარზე პარკირების გამო მოქალაქემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა
FaceBook
"ამ მაქანას ვერ დავაჯარიმებთ, რადგან, ჯარიმა იმ შემთხვევაშია, როცა ტროტუარზე დაპარკინგევული მანქანა მთლიანად კეტავს გზას".




ქუთაისში, საპატრულო პოლიციამ ავტომანქანა ტროტუარზე დაპარკინგებისთვის არ დააჯარიმა. საცხოვრებელი სახლის წის არსებულ ტროტუარზე დაპარკინგებული ავტომანაქანის დასჯარიმებალად საპატრულო პოლიცია ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩა #7-ში მცხოვერმა ციცინო ბოჭორიშვილმა გამოიძახა. 

" ამ მაქანას ვერ დავაჯარიმებთ, რადგან, ჯარიმა იმ შემთხვევაშია, როცა ტროტუარზე დაპარკინგებული მანქანა მთლიანად კეტავს გზას. ამ შემთხვევაში კი ასე არ არის", - განუმარტეს ბოჭორიშვილს ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა.

ჯიბლაძის ქუჩის მცხოვრებლების განმარტებით ტროტუარი მანქანების დაპარკინგების გამო არის ამორტიზებული.

"ასე როგორ შეიძლება. ისედაც უხარისხდოდ გაკეთებულ ტროტუარებს მანქანების სადგომად იყენებენ", - ამბობს ციცინო ბოჭორიშვილი.

ტროტუარზე პარკირებისთვის 10 ლარიანი ჯარიმა, ხოლო მეორე ზოლზე პარკირებისა  და გზის გადაკეტვისთვის 200 ლარიანი ჯარიმა არის განსაზღვრული.

ქუთაისში ავტომანქანებს ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმებას  შპს "პარკინგესრვისი" ახორციელებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
15:58 / 14.05.2024
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იგივე რუსული კანონი  დამტკიცებულია.
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით
წყვეტს.
16:25 / 13.05.2024
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით წყვეტს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.