ახალი ამბები
ინციდენტი ქუთაისის საჯარო სკოლაში - მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს
FaceBook
ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში დაახლოებით ერთი საათის წინ მომხდარი ინციდენტის დროს მეთერთმეტე კლასელი დაშავდა.
დაშავებული მოსწვალე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, მოსწავლეს წარბი ჰქონდა დაზიანებული და სისხლდენა აღენიშნებოდა.

ინციდენტში მონაწილე მეორე მეთერთმეტეკლასელი კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მშობლებთან და კლასის დამრიგებელთან ერთად, განყოფილებაში გადაიყვანა.

"განყოფილებაში გადაგყვავს, დანარჩენი იკითხეთ პრესცენტრში",-განაცხადა სკოლასთან მობილიზებული საპარტულო პოლიციის თანამშრომელმა.

სკოლის მოსწავლეებისა და თვითმხილველების თქმით, მოზარდებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  

ინფორმაციას არ ადასტურებენ სკოლის ადმინისტრაციაში და ამბობენ, რომ მოსწავლეები ერთმანეთს შემთხვევით დაეჯახნენ.

" როგორც მითხრეს, ერთი ბავშვი დახრილი ყოფილა და მეორე თავზე ადგა. ამას ვერ დაუნახია, თავი აუწევია და დაჯახებია, რა დროსაც ბავშვს წარბი დაუზიანდა",-ამბობს ქუთაისის #2 სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი.

იგივეს ადასტურებენ სკოლის პედაგოგები. მათი თქმით, ინცინდენტი შემთხვევით მოხდა.


ამავე თემაზე:

შსს-მ, ქუთაისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარ ინციდენტზე, გამოძიება დაიწყო


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.
11:58 / 21.05.2024
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად
ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
13:11 / 20.05.2024
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.