ახალი ამბები
გიორგი სიხარულიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა
FaceBook
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი სიხარულიძე დაინიშნა.
ამ პოსტზე მან ქეთი დოლიძე ჩაანაცვლა, რომელიც ხელმძღვანელობიდან  დღეს გაათავისუფლეს. 

ინფორმაციას ადასტურებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

"ოფიციალური ბრძანების საფუძველზე შეიცვალა სამხატვრო ხელმძღვანელი და გიორგი სიხარულიძე დაინიშნა ამ პოსტზე",- განგვიცხადეს უწყებაში.

რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მესხიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად 11 წელი მუშაობდა.

უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მან უარი თქვა კულტურის სამინისტროს მიერ ამავე პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე.

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად ახლა 7 კანდიდატი იბრძვის.

ვის შეარჩევს კულტურის სამინიტრო საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციებზე, ეს სავარაუდოდ 3 სექტემბერს გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე:

„არ გამკვირვებია“ - თორნიკე მარჯანიშვილი მესხიშვილის თეატრის მიერ ენდი ძიძავას კანდიდატურის შერჩევაზე

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის შესაძლო კანდიდატები დასახელდნენ






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.