ახალი ამბები
ქუთაისის მერია ბინების ეზოებში საჩრდილობებს (ფანჩატურებს) მოაწყობს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერიამ საცხოვრებელი ბინების ეზოებში საჩრდილობების (ფანჩატურების) მოსაწყობად 20 030 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ფანჩატურების მოწყობის სამუშაოები განახორციელოს 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

ფანჩატურებს ექნება ბეტონის საზირკველი, ხის ზედაპირის მაგიდა და სკამები.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ფანჩატურები უნდა მოეწყოს ქუთაისში 4 ბინის ეზოში:
1. ილია ჭავჭავაძის გამზირი N 1ბ პირველი სადარბაზო;
2. კონსტანტინე გამსახურდის ქუჩა N12;
3. დავით აღმაშენებლის გამზირი N 40;
4. სოლომონ მეორეს ქუჩის მეოთხე ჩიხი N6;







განმარტებით ბარათებში, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას, აღნიშნულია, რომ ბინების წარმომადგენელთა მიმართვის საფუძველზე, რომლებიც ითხოვდნენ ეზოებში საჩრდილობის (ფანჩატურის) მოწყობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენას, მოხდა ზემოთ აღნიშნულ მისამართებზე ეზოების მდგომარეობის შესწავლა - შესაბამისი ფოტოფისკაციით და ჩატარდა აზომვითი სამუშაოები.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ფანჩატურების მოსაწყობად შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ განისაზღვრება 2 წელი, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

ფანჩატურების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბერს დასრულდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.