ახალი ამბები
აწსუ–ს სასკოლო ჰაკათონში რეგისტრაცია 1140-მა მოსწავლემ გაიარა
FaceBook

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასკოლო ჰაკათონში "JUNIOR ATSUHACK" საქართველოს მასშტაბით 1 140 მოსწავლე დარეგისტრირდა.



ღონისძიება სასწავლებლის "მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში FabLab" ჩატარდება, რომლის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაჩუამ განაცხადა, რომ მეორე ტურში, მხოლოდ 100 მოსწავლე გადავა. ისინი ერთმანეთს თბილისში, ტექნოპარკში შეხვდებიან.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს ტესტირების შედეგების შემოწმება, აქ გამარჯვებული 100 მოსწავლე ერთმანეთს 5 თებერვალს შეხვდებიან და შექმნიან ჯგუფებს, იმისთვის, რომ იმუშაონ ახალი იდეების შექმნაზე," - განაცხადა გიორგი ჩიჩუამ.

სასკოლო ჰაკათონის "JUNIOR ATSUHACK" დასკვნითი ნაწილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის 19 თებერვალს გაიმართება, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

ორგანიზატორების თქმით, მათ ფასიანი პრიზები გადაეცემათ.

I, II და III ადგილის მფლობელებს - Windows Pad, ტაბლეტებითა და სმარტფონებით დასაჩუქრდებიან.

ასევე, საკუთარ რჩეულს გამოავლენს კომპანია Microsoft და ყველაზე კრეატიული პროექტი - პროგრამირებადი დაფებით დასაჩუქრდება.

წერეთლის უნივერსიტეტის რჩეულ მოსწავლეს კი ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნება.

 


"ჯუნიორ ჰაკათონში" მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლების მე-6–დან მე-12 კლასის  ჩათვლით ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.