ახალი ამბები
11–ჯერ არის შემცირებული შემოსავალი– NGO სექტორის კრიტიკა ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს
FaceBook
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა NGO სექტორს გააცნეს.

შეხვედრაზე,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის ხელისუფლება ბიუჯეტის საჯარო განხილვის დაგვიანების გამო გააკრიტიკეს. მათი თქმით, ბიუჯეტის პროექტი კანონის შესაბამისად, 10 დეკემბერს მეორედ უნდა გამოეტანათ განსახილველად.

გარდა ვადებისა, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტმა არასამთავრობო სექტორის კრიტიკა სხვა მიმართულებითაც დაიმსახურა.

მაგალითად, "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი კლებაა ქონების გადასახადიდან მისაღები თანხის ნაწილში.

"11–ჯერ არის შემცირებული ქონების გადასახადიდან შემოსული თანხა, რაც ჩემთვის არის გაუგებარი რას უნდა გამოეწვია ეს. არ მგონია რომ ქალაქის ეკონომიკა ასე შემცირებულიყო და არც ქონების გადასახადის მაჩვენებელს არ დაუწევია ფიზიკური პირებისთვის. შესაბამისად, ეს ნაწილი ჩემთვის არის გაურკვეველი",–აცხადებს ლევან ოყრეშიძე.

ლევან ოყრეშიძის შენიშვნას ქალაქის ვიცე–მერმა,  ეკონომიკის საკითხებში, კოტე ქავთარაძე უპასუხა. 

"მე ვერ ვხდვები როგორ არის შემცირებული, როცა მიმდინარე წელს ქონების გადასახადიდან შემოსავალი 5 650 000 ლარია, მომავლ წელს კი, 10 700 000 ლარი იქნება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ კიდევ არ გაიზრდება", – განაცხადა კოტე ქავთარაძე.

თუმცა, შეხვედრაზე უპასუხოდ დარჩა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაში გამოთქმული შენიშვნა, რომელიც ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ არ განხილვას ეხება.

"აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა მათი მხრიდან. რაც შეეხება სხვა შენიშვნებს, ჯერჯერობით იმ მიზეზით არ გვაქვს, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მისი განხილვა დააგვიანა.  ახლა ვეცნობით ბიუჯეტის პროექტს.  როცა, თავად ქალაქის ხელისუფლება რამდენიმე კვირა და ზოგჯერ თვეც ანდომებს ამხელა ფინანსური დოკუმენტის მომზადებას, ლოგიკურია, რომ ასე მოკლე დროში ჩვენ ვერ მოვახრეხებდით მის საფუძვლიან შესწავლას", – აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" წარმომადგენელი, ზურაბ ზამბახიძე.

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 51 561 ლარით განისაზღვრა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელ აქტივისტს არჩილ გეგენავას წვრილმან ხულიგნობას, კერძოდ,
საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებიან.
12:54 / 15.05.2024
ქუთაისელ აქტივისტს არჩილ გეგენავას წვრილმან ხულიგნობას, კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებიან.
ქუთაისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის
მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ქალი მძღოლების გადამზადებას
გეგმავს.
11:34 / 15.05.2024

ქუთაისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ქალი მძღოლების გადამზადებას გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.