ახალი ამბები
ქუთაისში მცირეწლოვანი ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა
FaceBook
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.

ბავშვი გადარჩა, თუმცა ის მენჯის ძვლის დაზიანებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ბავშვი ხელოვნური სუნთვაზეა და მისი მდგომარეობა კრიზისულია.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი მინდორზე დაეცა.

" მაშინვე იპოვეს, ცოცხალი იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს" - ამბობენ მეზობლები.

მეცხრე სართულიდან გადავარდნილი ბავშვი დღეს 2 წლის გახდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე 124 - ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
ქუთაისელ აქტივისტს არჩილ გეგენავას წვრილმან ხულიგნობას, კერძოდ,
საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებიან.
12:54 / 15.05.2024
ქუთაისელ აქტივისტს არჩილ გეგენავას წვრილმან ხულიგნობას, კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.