ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ენმ–ს მოუწოდებს საკუთარი პარტია "ჯოჯოხეთის“ კონტექსტში არ მოიხსენიონ
FaceBook
საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ პარტია "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა.


კენჭისყრის პროცედურამდე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა მას კითხვები დაუსვეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ირაკლი კობახიძეს შეახსენეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ის პარტიის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და რიტორიკის შეცვლა ურჩიეს.

"რას გააკეთებთ იმისთვის, რომ სიძულვილისა და ძალადობის პოლიტიკა დასრულდეს," – მიმართეს ირაკლი კობახიძეს უმცირესობის წევრებმა.

პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატს კითხვებით უმრავლესობის წარმომადგენლებმაც მიმართეს.

"როგორ აპირებთ დააბალანსოთ სიტუაცია უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, მაშინ როცა უმცირესობამ "ჯოჯოხეთი" დააანონსა," – ეს შეკითხვა ირაკლი კობახიძეს ირაკლი მეზურნიშვილმა დაუსვა.

ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ კითხვით, მას ზვიად ძიძიგურმაც მიმართა.

"რაც უფრო ნაკლებად ახსენებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკუთარ პარტიას "ჯოჯოხეთის" კონტექსტში, მით უფრო ნაკლებად გაახსენდება ხალხს ის მძიმე წლები. პასუხს ვაგებ თითოეულ იმ განცხადებაზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩემს მიერ ითქვა. სიმართლე იყო აუცილებელი, რამაც მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა,"– განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ის ეცდება ნეიტრალური იყოს და თითოეულ დეპუტატს მიეცეს საშუალება ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.