ახალი ამბები
ხარაგაულის საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
FaceBook
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე თანამდებობიდან გადააყენეს. დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე,  მაღრაძისთვის თანამდებობის დატოვებას საკრებულოს  35 წევრიდან 22-მა  დაუჭირა მხარი. ამ დროისთვის საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობას, მისი მოადგილე,  მანანა ბარბაქაძე ასრულებს.  

ადგილობრივი საკანონონმდებლო ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელის  წინააღმდეგ საკრებულოს  ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები გამოვიდნენ. 

"მისი მუშაობა საკრებულომ უარყოფითად შეაფასა.  გარდა ამისა,   მას ქონდა კომუნიკაციის პრობლემები. სწორედ ამიტომ მოხდა მისი გადაყენება", - ამბობს ქუთაისიპოტთან საუბარში ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი,  ვარლამ თავზარაშვილი.

საკრებულოს უკვე  ყოფილი თავმჯდომარე კი  ამბობს, რომ კოლეგებმა გადაწყვეტილება  პოლიტიკური მოტივით მიიღეს.  

ინგა მაღრაძეს  იმპიჩმენტი თავადპირველად მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მოუწყვეს. თუმცა,  მაშინ მხოლოდ 18 დეპუტატის ხმა საკმარისი არ აღმოჩნდა მის გადასაყნებლად.  

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მიხედვით,   განმეორებითი  იმპიჩმენტის გამოცხადება  სამი თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ინგა მაღრაძე  ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარედ  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მაშინ საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრი თავმჯდომარედ ხმათა უმრავლეოსობით  იქნა  არჩეული.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.