ახალი ამბები
ცესკომ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის მოთხოვნა გააუქმა
FaceBook
საინიციატივო ჯგუფმა, ცესკოს ხელმოწერები განსაზღვრულ ვადაში არ მიაწოდა.


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის რეგისტრაცია გააუქმა.

საინიციატივო ჯგუფმა, 7 კაციანი შემადგენლობით, (ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი და დავით კუჭავა) ცესკოს მიმდინარე წლის 28 მარტს მიმართა.

"გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?" - ასეთი გახლდათ სარეფერენდუმო შეკითხვის ფორმულირება, რომლის დარეგისტრირების მოთხოვნაც მათ კომისიას წარუდგინეს.

"საარჩევნო კოდექსის" 177-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჯგუფს ხელმოწერის ფურცლები, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისთვის რეგისტრაციის მოწმობის მიღებიდან 3 თვის ვადაში, 2016 წლის 30 ივნისს უნდა გაგეგზავნა. თუმცა, ცესკოში აცხადებენ, რომ საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა.

შესაბამისად, რეფერენდუმის მოწყობის შესახებ რეგისტრაცია გაუქმდა.

საინიციატივო ჯგუფის ამ მოთხოვნამდე ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობის დაკანონებას, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ითხოვდნენ. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში ცვლილების შეტანას 80-მა კანონმდებელმა მოაწერა ხელი, თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ხმა სჭირდება.

საკითხზე რამდენჯერმე საჯარო განხილვაც გაიმართა.  ბოლო შეხვედრა ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა, სადაც, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.