ახალი ამბები
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა
FaceBook
1894 წლის 23 ივნისს ფრანგმა ბარონმა, პიერ დე კუბერტენმა ოლიმპიური თამაშების აღდგენის განცხადება გააკეთა.


23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. იგი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, 1948 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

თარიღის არჩევა კი თავად ორგანიზაციის შექმნის დღეს უკავშირდება.

1894 წლის 23 ივნისს ფრანგმა ბარონმა, პიერ დე კუბერტენმა პარიზში, ათლეტების საერთაშორისო კონგრესზე, ოლიმპიური თამაშების აღდგენის განცხადება გააკეთა. ორი წლის შემდეგ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში პირველი ოლიმპიადა ჩატარდა, ხოლო პიერ დე კუბერტენი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი გახდა.

მთავარი ღონისძიება, რაც ამ დღეს უკავშირდება, გრძელ დისტანციაზე მასობრივი გარბენია.

"სპორტი ყველასია" – ასეთია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კონცეფციაა. სწორედ, საერთაშორისო ოლიმპიური დღის ღონისძიებებზე მასობრივი გარბენის მოწყობაც იმ მიზანს უკვშირდება, რომ მასში რაც შეიძება მეტი ადამიანი ჩაერთოს.

ამ დღის აღსანიშნავად ღონისძიებები იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ქუთაისშიც გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.