ახალი ამბები
14 აპრილი ქართული ენის დღეა
FaceBook
საქართველოში 14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება.

38 წლის წინ ამ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა საბჭოთა კავშირის უმაღლესი პირების ნება გააპროტესტა, რომლის თანახმადაც ქართულ ენას, სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკების ენების მსგავსად, უნდა დაეკარგა სახელმწიფო ენის სტატუსი და ერთადერთ პრიორიტეტულ ენად რუსული დარჩენილიყო.

"საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისთვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე იმ ენებისა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება,"- აღნიშნული იყო საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლშიი, რომლის მიხედვითაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.

საბჭოთა ლიდერების ინიციატივას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის სოხუმსა და ცხინვალშიც, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რასაც შედეგად კონსტიტუციაში ქართული ენის სტატუსის შეენარჩუნება მოყვა.

ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ენაა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.