ახალი ამბები
ქუთაისის 37-ე სკოლაში მოსწავლეები მოიწამლნენ
FaceBook
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის სასწავლო დაწესებულებიდან ოთხი მოსწავლე ბავშვთა საავადყოფოშია გადაყვანილი, სამი მოზარდი კი კლინიკაში სახლიდან მიიყვანეს. საავადმყოფოში სახლიდან გადაყვანილი ბავშვებიც ამავე სკოლის მოსწავლეები არიან.

"მეხუთე გაკვეთილის დაწყებისას ოთხი მოსწავლე გახდა ცუდად. იყო შესაბამისი სამსახური მისული ადგილზე და აირით მოწამვლა არ დადადასტურდა, რადგან სკოლის შენობაში გაზის მილები არ არის. მიმდინარეობს კვლევა და დაველოდოთ," - აცხადებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, გიგა ციბაძე.

ინტოქსიკიაციის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, ეს იყოს გაზის გაჟონვა ან სასმელი წყლით ინტოქსიკაცია. მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. შემთხვევა საჯარო სკოლაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ყოფილი კინოთეატრის,  
14:18 / 30.04.2024
ყოფილი კინოთეატრის,  "სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. 
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე
დღეებად გამოცხადდა.
13:41 / 30.04.2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.