ახალი ამბები
მადლიერების სახლში თანხების შესაძლო უკანონო ხარჯვაზე საქმე აღიძრა
FaceBook
ქუთაისის ააიპ მადლიერების სახლის დირექტორის თამთა ბაკურაძის წინააღმდეგ სისხლის სამთლის საქმეა აღძრული.

მას დაწესებულების კუთვნილი თანხების გაფლანგვას ედავებიან. ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბაკურაძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც უნდა გაირკვეს, რამდენად კანონიერად გაათავისუფლა თანამშრომლები სამსახურიდან.

გათავისუფლებულთა თქმით, ისინი სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ ბენეფიციართა ინტერესები დაიცვეს. ყოფილმა თანამშრომლებმა ჯერ სასამართლოს მიმართეს სარჩელით და მოითხოვეს სამსახურში აღდგენა, შემდეგ კი პროკურატურას მიაწოდეს ინფორმაცია თანხების შესაძლო უკანონო ხარჯვასთან დაკავშირებით.

ბაკურაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ რეორგანიზაცია კანონიერად ჩაატარა, ხოლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით ის ჯერ არავის დაუკითხავს.

რამდენიმე თვის წინ მადლიერების სახლი სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონალურმა სამმართველომ შეამოწმა, ბენეფიციართა საჩივრების საფუძველზე და იქ აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობის შემდეგ დროებით შეუჩერეს საწარმოო პროცესი, ხოლო სხვა დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცა გონივრული ვადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა
ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი
უწყებისგან არ მიუღიათ.
12:34 / 09.05.2024
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი უწყებისგან არ მიუღიათ.
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ამ ლოზუნგით, ქუთაისში კიდევ ერთი
საპროტესტო აქცია გაიმართება. 
11:06 / 09.05.2024
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ამ ლოზუნგით, ქუთაისში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.