ახალი ამბები
შსს-მ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, გია უკლებას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირები გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს.

"მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ქუთაისში, მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, გია უკლებას უმრავლესობის წევრებმა 19 სექტემბერს სცემეს. დაპირისპირება თავდაპირველად მასსადა"ქართული ოცნების" დეპუტატს, იმედა საღინაძეს შორის დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. უკლებას მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი სცემდა. მათ შორის კახა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და ამირან კოპალეიშვილი. ასევე, მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გია უკლებას სახის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

გია უკლებას ცემის ფაქტს გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა.


ამავე თემაზე: 

ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულოს ნაცემი დეპუტატი

საკრებულოში "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.