ახალი ამბები
ტყიბულში დაღუპულ მეშახტეებს 21 და 22 ივლისს დაკრძალავენ
FaceBook
ტყიბულში გარდაცვლილ 4 მეშახტეს 21 და 22 ივლისს დაკრძალავენ.
მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ ლაშა ფორჩხიძესა და იოსებ ქარქაშაძეს შაბათს ტყიბულში დაკრძალავენ, ხოლო ამავე შახტაში გარდაცვლილ მიხეილ გამეზარდაშვილს კვირას დაასაფლავებენ.  ასევე, კვირას დაასაფლავებენ მურმან ლილუაშვილსაც, რომელიც ზესტაფონის მკვიდრი იყო. 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ისინი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებული ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

ექიმ გიორგი წერეთელის თქმით, ორივე პაციენტი ამჟამად დამწვრობის კრიტიკული დაზიანების რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთ-ერთი მათგანი კი მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

რაც შეეხება მეხუთე დაშავებულს, ის მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეექვსე მეშახტე კი იმავე დღესვე გაწერეს ტყიბულის საავადმყოფოდან.

ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა. 5 აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშვილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

შახტას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტშტი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.