ახალი ამბები
მადლობა, რომ ამდენი ითმინეთ - პრემიერმა ქუთაისში დევნილებს ფართები გადასცა
FaceBook
დევნილთა სამინისტრომ ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა.
ქუთაისში დევნილებს მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები გადასცეს. 35 დევნილ ოჯახს აღამაშენებლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი ფართის გასაღები თავად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა დევნილებს მადლობა გადაუხდა მრავალწლინი ლოდინის გამო.
"მე აქ მადლობები მოვისმინე თქვენი მხრიდან. მადლობა პირიქით თქვენ, რომ ამდენი ითმინეთ. მესმის რთულია საკუთარი შვილის მომავალი დაგეგმო, მაშინ როცა ჭერი არ გაქვს. სახელმწიფო ვალდებულია თქვენ შეგიქმნათ ღირსეული პირობები. აფხაზეთში დაბრუნება ალბათ იქნება ღვთის წყალობით და ჩვენი ერთად დგომით. მაგრამ მანამდე, თქვენ ღირსეული პირობები უნდა გქონდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ქუთაისში დევნილებისთვის ბინების გადაცემისას.
დევნილთა სამინისტრომ ქუთაისში სულ 53 ბინა შეისყიდა. ფართების გადაცემის შემდეგ პრემიერმა დევნილთა მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად, შერვაშიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მასშტაბურ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნულ ქუჩაზე 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს. ამ დროისათვის 2 კორპუსი შენდება, სადაც 160 ოჯახი შესახლდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
ქუთაისელ აქტივისტს არჩილ გეგენავას წვრილმან ხულიგნობას, კერძოდ,
საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებიან.
12:54 / 15.05.2024
ქუთაისელ აქტივისტს არჩილ გეგენავას წვრილმან ხულიგნობას, კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.