ახალი ამბები
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩებს იმერული კლუბები 28 ოქტომბერს ჩაატარებენ
FaceBook
დღეს,  ეროვნული ლიგის 32–ე  ტურის სამი მატჩი გაიმართება.
სამტრედიის  საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" საკუთარ მოედანზე  თბილისის "საბურთალოს"  უმასპინძლებს.  "სამტრედიას" 61 ქულა აქვს და მე–3 ადგილზეა, თბილისელები კი, 50 ქულით  მე–4 ადგილს იკავებენ. აღნიშნული მატჩი  "ეროსი მანჯგალაძის" სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. 

გორში "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე გორის "დილა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. ქუთაისელებს ლიდერ "დინამოსთან" ერთ ქულიანი ჩამორჩენის შესანარჩუნებლად მოგება ჭირდებათ. გორელებს კი მე–7 ადგილის შესანარჩუნებლად 3 ქულა ჭირდებათ.

მესამე  თამაში კი, თბილისში, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება. სადაც,  საჩხერის "ჩიხურა" და  თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელიც 20:00 საათზე  დაიწყება. 

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე "დინამოს" მოგება ჭირდება, რომ ლიდერობა შეინარჩუნოს, ხოლო საჩხერლები ამ მატჩის მოგებით მხოლოდ "ლოკომოტივს"
გაუთანაბრებენ ქულებს.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.