ახალი ამბები
"სასწაულებრივად გადავრჩით" – ქუთაისში დაუმონტაჟებელი საგზაო ნიშნის დაცემას დედა-შვილი გადაურჩა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ბალახვანში დამონტაჟების გარეშე დადგმულ საგზაო ნიშნის დაცემას დედა-შვილი გადაურჩა.

შემთხვევა, 25 ოქტომბერს მოხდა, როცა სკოლიდან სახლში მიმავალ დედა-შვილის წინ დამონტაჟების გარეშე დადგმული საგზაო ნიშანი წაიქცა.

"ამ სიმძიმის რკინა რომ დაგვცემოდა არ ვიცი რა მოხდებოდა. მე ბეჭზე მომხვდა, მაგრამ ამას აღარ ვდარდობ, რახან ასე სასწაულებრივად გადავრჩით," - ამბობს მშობელი თიკო კუტუბიძე.

მისივე თქმით, საგზაო ნიშანის წაქცევა იმან გამოიწვია, რომ ის ყოველგვარი მონტაჟის გარეშე უბრალოდ მიწაში იყო ჩამაგრებული.


ამ ადგილზე მიდოდა დედაშვილი როცა საგზაო ნიშანი წაიქცა

ე.წ. წრიული მოძრაობის საგზაო ნიშანი, რომელსაც, გუშინ დედა-შვილი გადაურჩა, დღეს ქუჩაზე ერთ-ერთ უსაფრთხოების კუნძულზე კვლავ მონტაჟის გარეშეა დადგმული.


საგზაო ნიშანი, რომელიც წაიქცა, ახლა უსაფრთხოების კუნძულზე არის  დადგმული

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ საგზაო ნიშანი სამუშაოების დროს დაზიანდა, თუმცა, მათთვის უცნობია, თუ ვინ გადადგა ის უსაფთხოების კუნძულზე.

"დაზიანდა სამუშაოების დროს. კუნძულძე გადატანა არ მომხდარა შესაბამისი სამსახურის მიერ. არც პრობლემის შესახებ ყოფილა შეტყობინება. შესაბამისი სამსახური გავა ადგილზე და ნიშანსაც უსაფრთხოდ დაამონტაჟებენ," - ამბობს ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა მამისეიშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.