ახალი ამბები
საბავშვო ბაღების მასწავლებელთა ხელფასების ზრდა ჯერ არ მოხდება
FaceBook
უახლოეს მომავალში ბაღის მასწავლებელთა ხელფასების მატება მოსალოდნელი არ არის.
ეს განცხადება საქართველოს განათლები და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდერე ჯეჯელავამ გააკეთა. მისი თქმით, ბაღის მასწავლებლების ხელფასების დარეგულირება პროფესიული განვითარების სქემით მოხდება. "საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურების მიმართულებით ჯერ-ჯერობით პროფესიული განვითარების სქემა არ გვაქვს, როდესაც გვექნება სწორედ ამ სქემის მიხედვით დარეგულირდება მათი ხელფასების რაოდენობა“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია, რომელიც ააიპ   ბაგა–ბაღების გაერთიანებაში შედის. ორგნიზაციაში განმარტავენ, რომ პირველ ცვლაში  მომუშავე პედაგოგების შრომის ანაზღუარება  თვეში 320 ლარს შეადგენს, ხოლო  მეორე ცვლის მასწავლებლის ხელფასი 160 ლარია. მიმდინარე წლის  გაერთიანების ბიუჯეტი 9 800 000 ლარია. 

საბავშვო ბაღების პროფესიული განვითარების სქემაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით მუშაობს საქართველოს განათლების და მეცნიერების, ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტრო. საქართველოს მთავრობაში საბავშვო ბაღების განვითარების სქემის დამტკიცება უახლოეს მომავალში იგეგემება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად 1 178 770.0 ლარი იქნება.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს სოფელ სორმონში, 250-მდე  მკვიდრი წვიმას ელოდება,
იმისთვის რომ წყალი ჰქონდეს.
12:42 / 25.09.2023
წყალტუბოს სოფელ სორმონში, 250-მდე  მკვიდრი წვიმას ელოდება, იმისთვის რომ წყალი ჰქონდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 30 სექტემბრის ჩათვლით, დასავლეთ
საქართველოში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:10 / 25.09.2023
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 30 სექტემბრის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.