ახალი ამბები
შენების მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი დარღვევებზე საუბრობს
FaceBook
"შენების მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. ალუდა გოგლიჩიძემ დღის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე უბანზე ცრუ პრესმედია გამოჩნდა და 112-ე უბანზე ამომრჩეველი არ შეუშვეს მარკირების გამო. გოგლიჩიძე ამბობს, რომ შეინიშნება იმის ტენდენცია, რომ დარღვევები არ აღირიცხოს. მერობის კანდიდატი მოუწოდებს ცესკოს, არჩევნები სამართლიადან და პროცედურების დაცვით ჩაატაროს და დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს.

მან ასევე 92-ე უბანზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ გადასატან ყუთზე 13 განაცხადი იყო, თუმცა 20 ბიულეტინის გატანის მცდელობა დააფიქსირეს.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.  ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.