ახალი ამბები
"ოთხი უბანი შემოვიარე საკუთარი თავი ვერსად ვიპოვე"
FaceBook
ქუთაისში, ამომრჩევლემა ოთხ საარჩევნო უბანში საკუთარი თავი ვერ იპოვა. მურმან სარალიძე  ამბობს, რომ ის უკვე  იმყოფებოდა, #88-ე, #87-ე , #90 და #91-ე  საარჩევნო უბანზე. თუმცა, საკუთარი არჩევანის  გაკეთება ვერ შეძლო.

"ამდენი უბანი შემოვიარე და ვერ ვიპოვე ჩემი თავი არ ვიცი რა ხდება", - ამბობს ამომრჩეველი. 

ქუთაისის #90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალერიან გელხვიიძე ამბობს, რომ  მურმანი სარალიძე არათუ მათ უბანში,  არამედ, ცესკოს  ამომრჩეველთა ერთიან სიაშიც არ არის. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განაცხადებით, ამომრჩევლებს ერთიან სიაში საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადამოწმების უფლება მიმდინარე წლის 3 ოქტომბრამდე ჰქონდათ.

ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია. ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.

ქუთაისში ქალაქის მერის მანდატისთვის 8 კანდიდატი, ხოლო 81 მაჟორიტარი იბრძოლებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.