ახალი ამბები
ტყიბულის გამგეობა საპატიო მოქალაქის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი კომისია საპატიო მოქალაქის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს.

"ვფიქრობთ, მართებული იქნება თუ კომისიას კანდიდატურებს შესთავაზებენ ტყიბულელები. სწორედ ამიტომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა დაწეროთ მხოლოდ ერთი კანდიდატის სახელი და გვარი, ვინც გსურთ მოიპოვოს ეს წოდება," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გამგეობამ სოციალური ქსელი ფეისბუქით გაავრცელა.

გამგეობის ცნობით, საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭება პიროვნებას, რომელსაც მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება აქვს, ასევე საგანგებო ვითარებისას უანგარო სამსახურის გასწია, მისი საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ტყიბულელთა ყველა თაობისათვის.

მოქალაქეებს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლიათ.

2015 წელს ტყიბულის საპატიო მოქალაქის წოდება ქალაქის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის დედას მიენიჭა.

მასთან ერთად, საპატიო ტყიბულელის ტიტულის მფლობელი გახდნენ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ბეჟუაშვილი, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ლევან ჭოლაძე, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ანსამბლ "ქართული ხმების" დამფუძნებელი, რობერტ გოგოლაშვილი და ტყიბული-თერჯოლის ამჟამინდელი მაჟორიტარი, ჩაჩავასა და ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი, ელგუჯა გოცირიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.