ახალი ამბები
საკალათბურთო სუპერლიგის ახალი სეზონი დაიწყო
FaceBook
საკალათბურთო სუპერლიგა დღეს ოლიმპურ სასახლეში დაიწყო. საქართველოს 27-ე ეროვნულ ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობს დინამო, ოლიმპი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, მარნეული, მგზავრები, სოხუმი და კაკტუსი.
აღსანიშნავია, რომ წელს ჩემპიონატის გათამაშების ფორმატი შეიცვალა. წინა სეზონში პლეი ოფში 4 გუნდი გადიოდა, მიმდინარე სუპერლიგაში კი 4 წრის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფიდან 8 საუკეთესო გუნდი განაგრძობს.

გათამაშებაში დღეს 6 გუნდი ჩაერთო. სუპერლიგის პირველი ტურის 4 მატჩიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს 3 შეხვედრა ჩატარდა.
ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "დინამო" და სუპერლიგის დებიუტანტი მარნეულის "დელტა" დაუპირისპირდნენ. ევროთასზე მოასპარეზე დინამოელებმა ლიგის მარნეულს წარმატების შანსი არ მისცეს და 24 ქულით - 87:64 დაამარცხეს.
გამარჯვებულებს 15 ქულით გიორგი შარაბიძემ ულიდერა. 13 ქულა დააგროვა კაელ ტურპინმა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ილია ლონდარიძემ 11 ქულა მიითვალა. მარნეულელთაგან 14 ქულით საუკეთესო იყო არტიომ შვეცი.

მეორე შეხვედრაში საინტერესო ბრძოლა გაიმართა. გასული სეზონის ვერცხლის მედალოსანი "ქუთაისი" "ოლიმპს" შეხვდა და მარცხი განიცადა. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა სამაგალითოდ ითამაშეს და სუპერლიგა საამაყო გამარჯვებით დაიწყეს.

"ოლიმპს" ულიდერა ამერიკელმა მარკ ოგდენმა, რომელმაც 20 ქულა და 6 ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულით გამოირჩა მიხეილ ჭოჭუა, გივი ბაქრაძემ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. "ქუთაისში" 18 ქულით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, ხოლო 14 ქულა აკაკი ლომოურის ანგარიშზე დაგროვდა.
ბოლო შეხვედრაში "რუსთავმა" იოლი გამარჯვება მოიპოვა "მგზავრების" წინააღმდეგ. ქვემოქართლურმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რის შემდეგაც ლიდერობას პერმანენტულად ზრდიდა და საბოლოოდ 28 ქულის სხვაობით - 97:69 გაიმარჯვა.

რუსთაველთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ტაირელ ნელსონი, გუნდის კაპიტანმა ლევან ცეკვავამ კი 17 ქულა მიითვალა. "მგზავრებში" 23 ქულით კახაბერ ჯინჭარაძე გამოირჩა.
სუპერლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა 15 ოქტომბერს გაიმართება. 16:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "კაკტუსი" და "სოხუმი" ითამაშებენ.
სუპერლიგის პირველ ტურში დაისვენა "ბათუმმა". ზღვისპირელები ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთვებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.