ახალი ამბები
"ადამიანური პიროვნება ადამიანური სამყაროსთვის" - წერეთლის უნივერსიტეტში კონფერენცია მიმდინარეობს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ორ დღიანი ღონისძიება სახელწოდებით "თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება" წერეთლის უნივერსიტეტში უკვე მესამედ ტარდება.

ორგანიზატორების თქმით, ჰუმანიტარული მეცნიერებების გამყარების კუთხით კონფერენცია საინტერესოა, როგორც ლექტორებისთვის ასევე, სტუდენტებისთვის. მასში, როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, ასევე, უცხოელი ლექტორებიც წარმოადგნენ მოხსენებებს.

"წლევანდელი კონფერენციის დევიზი არის ადამიანური პიროვნება ადამიანური სამყაროსათვის, განათლებული ახალგაზრდა, პატრიოტული თვითშეგნებით, ინიციატივებით არის სწორედ მთავარი საგანი და ობიექტი საითკენაც მიემართება სამყარო. სწორედ, ამ თემატიკით არის საინტერსო კონფერენცია რადგან არის, გამოფენები, შეხვედრები", - განმარტა აკაკი წერთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ირმა ყიფიანმა.

კონფერენციაში 207 მომხსენებელი მონაწილეობს, საიდანაც 204 მოხსენებით წარსდგება. კონფერენცია საერთაშორისო ხასიათს ატარებს და წელს მასში ახალ კვლევებს აზერბაიჯანის, ერაყის, ამერიკის, გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთის უნივერსიტეტების წარმომადგნელები წარადგნენ.


" არსებობს ასეთი გამოთქმა , რომ საქართველოში ბევრი ფილოლოგია, მაგრამ ნაკლები ფილოლოგიაა, წერეთლის უნივერსიტეტში ჩატარებული მსგავსი ღონისძიებ ები კატეგორიალუად უარყოფს ამ მოსაზრებას, ყოველთვის დიდი მონდომება და მსჯელობა აქ და მე მიხარია რომ ვარ ერთ ერთი მომხსენებელი" - განმარტა კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, მაია ჩხაიძემ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს დასრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.